სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181924
252831

2019-08-07 - სენაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა ალექსანდრე ჯანჯღავამ, საამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღ ,,ოცნების’’ შენობა დაათვალიერეს, რომლის სრული რეაბილიტაციის დაწყება სექტემბრის თვეშია დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ორსართულიანი საბავშვო ბაღის შენობის გაფართოების, გადახურვის, სველი წერტილების, სააღმზრდელო ოთახების, საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციის, ეზოს კეთილმოწყობისა და სხვა სამუშაოების განხორციელება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, რის შედეგადაც, ნორჩ აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება. დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტს გერმანიის მთავრობა აფინანსებს და ლტოლვილთა დანიის საბჭო(DRC) ახორციელებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31