2019-07-19 - სიმღერისა და იუმორის საღამო სენაკში

ამ წუთებში, ქალაქ სენაკის ცენტრალურ მოედანზე, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სიმღერისა და იუმორის საღამო მიმდინარეობს. ტურნეს ფარგლებში, ცნობილი მსახიობისა და მომღერლის პაატა გულიაშვილის და ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების’’ წევრის, მომღერალ პაატა ხაჩიძის მონაწილეობით მიმდინარე შოუ-კონცერტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან. ხალასი იუმორი, ქართული ჰანგები, დამსწრე საზოგადოების ხალისითა და მხიარულებით აღსავსე განწყობილება საღამოს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
Facebook