სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-19 - შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში, განიხილეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფთან ერთობლივი მოქმედების დეტალები. მოწონებულ იქნა მავნებლის სალიკვიდაციო ღონისძიებებში მერის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობა. ასევე აღინიშნა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში, აზიური ფაროსანას სალიკვიდაციო თერმული დამუშავების პროცესი გაორმაგებული აქტივობით განხორციელდება, რაც კოორდინირებულ მოქმედებას და არსებული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს. ამ კუთხით ხაზი გაესვა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების შემდგომი ჩართულობის აუცილებლობას. შეხვედრაზე განხილულ იქნა თხილისა და სიმინდის ფართობებში გავრცელებულ სხვა მავნებლებთან ბრძოლის მეთოდები. ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს ასევე მიეცათ დავალება ჩაის პალნტაციებსა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე არსებული მონაცემების განსაზღვრულ ვადებში დაზუსტებასთან დაკავშირებით.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31