სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-18 - მატჩი ფეხბურთში არქეოლოგიური ექსპედიციისა და მერიის გუნდებს შორის

დღეს, სენაკის სპორტის სასახლემ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიური ექსპედიციის და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა.
 
ტრადიციულ მატჩს, რომელიც ყოველი წლის ივლისის თვეში იმართება, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და არქეოლოგიური ექსპედიციის წარმომადგენლები, ნოქალაქევის საზაფხულო სკოლაში ჩართული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
 
საინტერესო და დაძაბული მატჩი ანგარიშით - 3:0 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის უპირატესობით დასრულდა.
 
გამარჯვებულ ფეხბურთელებს გარდამავალი თასი მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ გადასცა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31