სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-18 - ,,მე ვარ მხატვარი...“

დღეს, სენაკის სამხატვრო გალერეაში, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“ დასმა მაყურებელს სპექტაკლი ,,მე ვარ მხატვარი...“ წარუდგინა. ქართველი გენიოსი ფერმწერის ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ქრონიკები შთამბეჭდავად გააცოცხლეს ახალგაზრდა შემსრულებლებმა. სპექტაკლს, რომლის რეჟისორია ვეფხვია გორგოძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვისთვის ,,გავლენიანი უცნობი“, ვისთვის ,,დაუფასებელი გენია“ - ასე შემოვიდა ნიკალა ჩვენში დავიწყების შემდეგ, გაღატაკების შემდეგ, შიმშილის შემდეგ... - დღეს, კიდევ ერთხელ გაიჟღერა ამ უკვდავმა ფრაზებმა და ,,დიადი ღატაკის“ შეუცნობელ სამყაროზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31