სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-11 - კომისიის სხდომა სოციალური პროგრამის ფარგლებში

🔹დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე ლევან კუპრეიშვილი უძღვებოდა.
 
კომისიის წევრებმა წარდგენილი განცხადებები დეტალურად შეისწავლეს და განიხილეს. სხდომაზე იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა დაზუსტდა, რომელთაც მუნიციპალიტეტის მერია საცხოვრებელი სახლებისთვის საჭირო გადასახურ მასალას გადასცემს.
 
კომისია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა შემადგენლობით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საჭიროებებს პერმანენტულად განიხილავს და მათ ამ კუთხით არსებული პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31