სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
21222324252627
28293031 

2019-07-05 - ,,ლაზარე 2015

დღეს, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ ,,ლაზარე 2015-ის’’ ახალ ოფისში, ცენტრის დირექტორმა ეკატერინე სოლომონიამ, დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციის საქმიანობისა და სამომავლო პერსპექტივების პრეზენტაცია გამართა.

 

ღონისძიებას, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წარიმართა, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პრეზენტატორმა ისაუბრა ცენტრის დაარსების ისტორიაზე, მომსახურეობასა და მიზნებზე. აღსანიშნავია, რომ ცენტრში, რომელიც გათვლილია 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე 15 ბენეფიციარზე, აღსაზრდელებს მიეწოდებათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება მათი შესაძლებლობების, ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით შემუშავებული გეგმის მიხედვით, რომელიც მოზარდების ყველა უნარის განვითარებას მოიცავს.

 

ცენტრის მიზანია, თავისი საქმიანობით საზოგადოებას დაანახოს, რომ შეზღუდული უნარები არ არსებობს და რომ მათი აღსაზრდელები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.

 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს ცენტრთან და მხარდაჭერას უცხადებს მას ამ უნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებაში.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31