სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19232425
262728293031 

2019-05-10 - შეხვედრა ახალგაზრდული თეატრის დასთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“ რეჟისორს ვეფხვია გორგოძეს და ნორჩ თეატრალებს შეხვდა. ახალგაზრდული თეატრი ,,ფიროსმანი“, რომელიც არსებობის 5 წელს ითვლის, ქ. თბილისში გამართულ საქართველოს სტუდენტური და საყმაწვილო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე ,,STRANGE BIRD” ჯემალ მონიავას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით ,,ჯვარცმული ბედნიერება“ წარდგა. ახალგაზრდული თეატრის დასს წილად პირველი ადგილი ხვდა და თურქეთში, სტუდენტური და საყმაწვილო საერთაშორისო ფესტივალის მოწვევა მიიღო, სადაც 11 მაისს გაემგზავრებიან. მუნიციპალიტეტის მერმა თეატრალებს გამარჯვება მიულოცა და ამცნო, რომ მუნიციპალიტეტის მერია მათ ტურნეს სრულად დააფინანსებს, რაც სენაკის სინამდვილეში, პირველი, უპრეცედენტო მოვლენაა. დედაქალაქში გამართულ სტუდენტური და საყმაწვილო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე მონაწილეობა 27-მა თეატრალურმა დასმა მიიღო. დინამიურმა და ემოციურმა სპექტაკლმა, რომელიც აფხაზეთის ომის თემაზეა შექმნილი და ომის სისასტიკის ფონზე განვითარებული აფხაზი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს, ფესტივალის ჟიურის და მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ახალგაზრდული თეატრის დასთან შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი,შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსი ლევან მიშველია, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად ახალგაზრდული თეატრის დასს სიგელები გადასცა. ლევან კუპრეიშვილმა მათ საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებები უსურვა და სამომავლოდ ყოველგვარი მხარდაჭერა აღუთქვა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31