სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19232425
262728293031 

2019-05-09 - ფაშიზმზე გამარჯვების დღე სენაკში

ჩვენს ქალაქში, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლის შემკობით დაიწყო, სადაც დილიდან ომის ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ინგა ქარდავასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ალექსანდრე წურწუმიას ძეგლი გვირგვინით შეამკო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა იქ მყოფთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა: ,,9 მაისი გამარჯვებისა და გმირების წინაშე ქედის მოხრის დღეა. ამ სასტიკ ომში საქართველომ 700 ათასი ქართველი გაგზავნა და აქედან, შინ მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. მომავალი თაობა უნდა გაუფრთხილდეს თანამედროვეობის გამორჩეული გმირების სახელს და ხსოვნას. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ქედს ვიხრი თქვენი გმირობის, თავგანწირვის წინაშე.“ აღსანიშნავია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ჩვენს უხუცეს ვეტერანებს - მიხეილ აბშილავას, ჭიჭიკო სიჭინავას, აგრაფინა ხუხიას - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების სახით 500-500 ლარი გადაეცათ. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირის ძეგლთან მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებული მხატვრული კომპოზიცია გაიმართა. დღეს, მთელი დღის მანძილზე, საჯარო ბიბლიოთეკა, მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი გამოფენით, მნახველებს მასპინძლობს. თბილი და მოკრძალებული ღონისძიებებით სენაკის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31