სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
2627
29 

2019-04-11 - ვიზიტი პროექტის ,,აქტიურ ლიდერთა თაობა'' ფარგლებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროექტის ,,აქტიურ ლიდერთა თაობის" ფარგლებში, ვარშავის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადენლებს, უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციას მასპინძლობს, რომლის შემადგენლობაში არიან ვარშავის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეზიდენტული პროგრამის დირექტორი ჯეისონ უორლეჯი, ასოცირების პროგრამის ოფიცერი საბინა ნარლოქი, უკრაინის ქალაქ ჰლუხივცის მერი ალექსანდრ ამონსი, მოლდოვის ქალაქ გრებიესტის მერი ალიონა ჩირქუ, ქალაქ კრუზესტის მერი ვიოლეტა კრუდუ, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი. სტუმრებს სენაკის მუნიციპალიტის მერი ლევან კუპრეიშვილი მერის პირველ მოადგილე გრიგოლ ბაღათურიასთან და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად შეხვდა. პროექტის "აქტიურ ლიდერთა თაობა” ფარგლებში, ვარშავის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს დელეგაცია ეცნობა საჯარო ჩართულობის მნიშვნელობას მერიის მუშაობის პროცესში. ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მსვლელობას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი ხათუნა ჭანტურია უძღვებოდა. მან ისაუბრა 2010 წლის 1 დეკემბრიდან დანერგილ ნოვაციებზე, რომელთა შედეგად, სენაკის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო. ხათუნა ჭანტურიამ პრეზენტაციის მონაწილეებს გააცნო სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები, ელექტრონული ტენდერის ჩატარების მეთოდები და საფუძვლები. ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შესყიდვების სრული ციკლის სწორი დაგეგმვის წარმართვისთვის საჭიროებების განსაზღვასა და ელექტრონული სისტემის უპირატესობაზე. პრეზენტატორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო ერთ-ერთი ნოვატორი სახელმწიფოა, რომელსაც ტენდერთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ელექტრონულ ფორმატში აქვს წარმოებული, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო ტენდერების გამჭვირვალობას, მოქნილი გარემოს შექმნას, არადისკრიმინაციულობას, სამართლიან შეფასებას უზრუნველყოფს და ასევე, მკვეთრად ამცირებს ტენდერში მონაწილეობის დროსა და ხარჯებს. ამ წუთებში კი, ვიზიტის ფარგლებში, სენაკის სამხატვრო გალერეაში, პროექტის ,,ისტორიული ავტომობილი'' ფარგლებში, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31