სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
2627
29 

2019-04-08 - მადლობა, თავისუფლებისთვის...

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული, საჯარო ბიბლიოთეკაში გამართული თემატური ღონისძიებით - ,,9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიხსნა. ,,ჩვენ პატივს მივაგებთ, 9 აპრილს, სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, სიამაყით აღვნიშნავთ საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. 9 აპრილი ერის ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, ერთიანობის, თავისუფლებისა და თავგანწირვის სიმბოლო“ - აღინიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კვირეულის ფარგლებში, ჟიული შარტავას მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე - ,,მადლობა, თავისუფლებისთვის...“, გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამდე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, 9 აპრილს, რუსი ჯალათების მიერ უმოწყალოდ დაჩეხილი გოგო-ბიჭები. შეხვედრის მონაწილეებმა მათი გმირობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კვირეული, რომლის მიზანია 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 21 ადამიანის მიმართ მადლიერების გამოხატვა, ხვალ დასრულდება.

#9აპრილისენაკში
#30წელისისხლიანიკვირისმოვლენებიდან
#მადლობათავისუფლებისთვის

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31