სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-09 - უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევების მორიგი აქცია სენაკში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, მოსახლეობას უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უტარდება. სამედიცინო კვლევების აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და თვალის მიკროქირურგიული ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის’’ ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა. აქციის ფარგლებში, კლინიკა ,,ოფთალმიჯის’’ ზუგდიდის ფილიალის ოფთალმოლოგთა ჯგუფი ახორციელებს თვალის სრულ პირველად გამოკვლევას, დაავადებების სკრინინგს და რეფრაქციის დადგენას. გამოკვლევა თვალის ქსოვილების შრეობრივ ანალიზს იძლევა, რითაც ვლინდება თვალის ისეთი დაავადებები, როგორიცაა: გლაუკომა, ბადურის შეშუპება, ბადურის დისტროფია და სხვა. საჭიროების შემთხვევაში, უფასო ოფთალმოლოგიური კვლევების მეორე ეტაპი მოიცავს ქირურგიულ მომსახურეობას, რომელსაც დედაქალაქიდან მოწვეული, კლინიკის ოფთალმოლოგთა ჯგუფი ახორციელებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31