სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-08 - ძვირფასო ქალბატონებო, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს

ძვირფასო ქალბატონებო, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს.

ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში ოდითგანვე გამორჩეული იყო.

ქალთა დღეს განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს, მეუღლეებს, ჩვენს უხუცესებს, სენაკის საპატიო მოქალაქე ქალბატონებს, განათლების, კულტურის, მედიცინისა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მანდილოსნებს, ჩვენს ქალაქთან შესისხლხორცებულ დევნილ ქალბატონებს.

გულწრფელ სიყვარულსა და პატივისცემას გამოვხატავ ჩვენი მუნიციპალიტეტის ქალბატონების მიმართ.

ჯანმრთელობას, ოჯახურ სიმშვიდეს, წარმატებებს, შვილთა სიმრავლეს, ქალურ ბედნიერებას გისურვებთ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31