სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-08 - გმირების მშობელი ქალაქი არასოდეს დაივიწყებს გამორჩეულ შვილებს

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიულის შარტავას თანამებრძოლს, ჩვენს თანაქალაქელს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ გენერალ-მაიორ გენო ადამიას 83 წელი შუსრულდებოდა. გენო ადამიას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა. გენო ადამიამ, შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან, მოხალისენი შემოიკრიბა. ის თანამებრძოლებთან ერთად ბოლომდე იბრძოდა, სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე და მცირე ძალებით, მაგრამ მაინც ცდილობდა მტერთან გამკლავებას. 1993 წლის 27 სექტემბერს, ჟიული შარტავას მოწამეობრივი აღსასრულით, სიდიადე შეემატა საქართველოს, სიკვდილის დამთრგუნველი სიდიადე. 1993 წლის 28 სექტემბერს, კელასურის ხიდთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული გენო ადამიას გარდაცვალებით, ქვეყანამ მისი სიყვარულით გულანთებული, კიდევ ერთი ჭეშმარიტი მამულიშვილი დაკარგა. ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით, გმირების მშობელი ქალაქი, არასოდეს დაივიწყებს თავის გამორჩეულ შვილებს!

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31