სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-07 - ჟიული შარტავა - უკვდავებაში გარდასული სიცოცხლე

7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას მშობლიურ ქალაქში, სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ჟიულის დამ - ცისანა შარტავამ, გმირის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. ჟიული შარტავას თავდადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს: მეუფე შიომ, მეუფე საბამ, ალექსანდრე მოწერელიამ, ირაკლი ბერაიამ, ლევან კუპრეიშვილმა, ბაკურ გულუამ, რატი შარტავამ, დამირ კუჭავამ. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში აღევლინა ჟიული შარტავასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში დაცემულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი. გმირის სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლაში საპატიო სტუმრები ეწვივნენ მისივე სახელობის კლას-კაბინეტს, რომლის შემდეგაც სკოლის საკონცერტო დარბაზში ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. დიდ ეკრანსა და სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა სამშობლოსათვის გულანთებული მამულიშვილის, მამულის ფიქრითა და გარჯით სავსე, ცოტნე დადიანის დარი კაცის - ჟიული შარტავას ცხოვრების გზა - ყრმობა, ოჯახი და გარემო, სადაც იგი ჩამოყალიბდა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრულის ამბავი... ამბავი კაცისა, ვინც მთელ თაობას ნამუსი მოწმინდა და ღირსება დაუბრუნა. ვისი შესაძლებლობების განსაზღვრა, მართლაც რომ, შეუძლებელი იყო. ვინც, სულიერების მწვერვალს მიღწეულმა, მოწამეობრივი აღსასრულით, საოცარი მაგალითი დაგვიტოვა, მაგალითი, რომელიც გვავალებს, მაქსიმალური გავიღოთ ქვეყნის სასიკეთოდ, მისი გარდაუვალი გამთლიანებისა და შემდგომი განვითარებისთვის.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31