სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
346789
10111216
17181920212223
2425262728 

2019-02-05 - LDA GEORGIA-ს წარმომადგენლები სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA GEORGIA) წარმომადგენლებმა, მაკა ცერცვაძემ და თამარ კიტოვანმა, პროექტ ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა’’ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ასოცირების შესახებ შეთანხმების 21-ე თავით გათვალისწინებული საკითხებისა და მისი თანამდევი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014 -2021 წლების სტრატეგიასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თვითმმართველობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის, მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. განხილულ იქნა შესრულებული პროექტები, საქართველოს რეგიონალური განვითარების ახალი პროგრამა, სენაკის მუნიციპალიტეტის რეგიონალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით დაგეგმილი პროექტები. ასევე იმსჯელეს სენაკის სინამდვილეში არსებულ იმ რესურსებსა და პოტენციალზე, რომელთა ამოქმედება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებას. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონული და მუნიციპალური მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - ,,რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე’’ შესახებ, რომელიც ხორციელდება GIZ-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31