სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
2026
2729 

2019-01-28 - 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში დასაფინანსებელი პროექტები შეირჩა

დღეიდან სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით 14-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია.დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოსა და ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა ჯანაშია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტი ზაქრო მამულია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება: კერძოდ - ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა სამი ცხაური და ჩატარდება შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები; საბავშვო ბაღები აღიჭურვება საბავშვო ატრაქციონებით, შემოკავდება ცენტრალური სტადიონის ტერიტორია. ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში - პატარა ზანის, ციზეთის, დიდი ხორშის - საგუგუნაოსა და სადადიანოს უბნებში - ჩატარდება შიდა საავტომობილო გზების მოხრეშვა-მოშანდაკებისა და სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოები; ნაწილობრივ რეაბილიტირდება და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება საბავშვო ბაღი; საფაჩულიოსა და საგვასალიოს უბნებში ჩატარდება კიუვეტისა და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები. სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები/კონსულტაციები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31