სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
2026
2729 

2019-01-28 - შეხვედრა ,,აჭარა ტექსტილეს’’ წარმომადგენლებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ფოთში არსებულ სამკერვალო საწარმოში დასაქმებასთან დაკავშირებით, შპს ,,აჭარა ტექსტილეს’’ გენერალურ დირექტორ ჯენგიზ ოსქენდირთან, კომპანიის ადმინისტრაციულ მენეჯერ ნუგზარ შაინიძესთან და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროს არჩილ მართალიშვილთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ფოთის სამკერვალო საწარმო თურქული კომპანია ,,აჭარა ტექსტილეს’’ რიგით მესამე ქარხანაა, რომელიც სპორტული სამოსის ისეთი ცნობილი ბრენდების დაკვეთებზე მუშაობს, როგორებიცაა: ,,ადიდასი’’ ,,პუმა’’ ,,ნაიკი’’ და სხვა. საწარმოს პროდუქციის 100 % ევროპის ბაზარზე გადის. ინვესტირების პროცესის ზრდასთან დაკავშირებით, დასაქმების მეორე ეტაპზე, საწარმოს აქვს შესაძლებლობა მომუშავეთა რაოდენობა 1000-დან 3000-მდე გაზარდოს და კადრები სენაკის მუნიციპალიტეტიდან მოიზიდოს. მუშაობის მსურველებს ტრანსპორტირება და კვება აუნაზღაურდებათ კომპანიის მიერ. ახალი კადრები გაივლიან 30 დღიან დაფინანსებულ სასწავლო კურსს, რის შემდეგაც ჩაერთობიან სამუშაო პროცესში და კვალიფიკაციის და გამომუშავების შესაბამისად მიიღებენ ანაზღაურებას. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ისაუბრეს სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე. მსურველებს შეუძლიათ მიიღონ დაწვრილებითი ინფორმაცია და დარეგისტრირდნენ ქალაქ სენაკში, ჯორჯაძის №12-ში მდებარე კომპანიის ოფისში. ( საკონტაქტო პირი - ნინო ჯანაშია. მობ: 579 81 09 38).

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31