სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
2026
2729 

2019-01-25 - სოფლის მოსახლეობა თავად ირჩევს პრიორიტეტებს

სენაკის მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით 11 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია. დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის, უშაფათისა და ეკის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ზანის, უშაფათისა და ეკის მცხოვრებლები დაესწრნენ. განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება: კერძოდ - ზანის ადმინისტრაციული ერთეულის სატყებუჩაოს, საესებუოსა და საშურღაიოს უბნებში ჩატარდება სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოები; ეწერის უბანში მოეწყობა ხიდ-ბოგირი; ზანის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრში - ორი ცხაური. უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეკოკაიესა და ლეგოგინეს უბნებში ჩატარდება შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების და სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოები; მოეწყობა ცხაური. ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სახუნჯუოს უბანში, ჩატარდება მდინარე ეკუსკურზე არსებული ხიდის გამაგრებითი სამუშაოები; სააადამიოსა და შრომისკარის უბნებში მოეწყობა ცხაურები, მილხიდები, ჩატარდება კიუვეტის გაწმენდითი სამუშაოები; საცხვიტაოს უბანში მოიხრიშება და მოშანდაკდება შიდა საავტომობილო გზა, ჩატარდება კიუვეტის გაწმენდითი სამუშაოები; კეთილმოეწყობა მოსაცდელი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტისთვის 369 000 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობა თავად ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს, რითაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31