სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
2026
2729 

2019-01-23 - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით უკვე შეირჩა. დღეს მორიგი შეხვედრა კიდევ ორ ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოსირსა და ძველ სენაკში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთო კრებებზე მოსახლეობამ თავად განსაზღვრა სოფლის პრიორიტეტები. ნოსირის ადმინისტაციულ ერთეულში - დასრულდება მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; მოწესრიგდება სანიაღვრე არხები; ჩატარდება შიდა საავტომობილო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები; კეთილმოეწყობა შუა ნოსირის ცენტრი; გადაიხურება საბავშვო ბაღის, ბიბლიოთეკის შენობები; შემოკავდება შუა ნოსირის სასაფლაოს ტერიტორია; საოდიშარიოს უბანში ჩატარდება შიდა საავტომობილო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები; დასრულდება საოდიშარიოს სასაფლაოს შემოღობვითი სამუშაოები; საბესელიოს უბანში რეაბილიტირდება საავტომობილო გზები; კეთილმოეწყობა მოსაცდელი; დამონტაჟდება გარე განათების სისტემა; საკილასონიოს უბანში რეაბილიტირდება საავტომობილო გზები; შემოკავდება სასაფლაოს ტერიტორია. ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში - სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება ძველი სენაკის საბავშვო ბაღის ნაწილი; რეაბილიტირდება სოფლის ამბულატორია; მეორე ნოსირის საბავშვო ბაღს ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები და აღიჭურვება საჭირო ინვენტარით; სოფელ ქვეტა სორტაში მოეწყობა ცხაური; რეაბილიტიდება სოფელ კოტიანეთის საბავშვო ბაღის შენობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული საერთო კრებები, 28 იანვრის ჩათვლით, გაგრძელდება.

#სოფელიირჩევს #სოფელმაუკეთიცის #სოფლისმხარდაჭერა #სამეგრელო2019 #სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31