სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
2026
2729 

2019-01-21 - საერთო კრებები ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის"ფარგლებში

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 იანვრიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ განახლებული სახით აღდგა. საქართველოს მასშტაბით, ადმინისტრაციულ ერთეულებში, საერთო კრებების ჩატარება დაიწყო. 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. დღეს მოსახლეობის საერთო კრება პირველად ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საერთო კრებას საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. დღესვე, ისულაშიც გაიმართა საერთო კრება/კონსულტაცია. განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება, კერძოდ - ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდება წყალსადენის დაზიანებული ქსელი და მოსაცდელი, მოეწყობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, ისულას საბავშვო ბაღი ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში დაფინანსდება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები. მსგავსი კრება/კონსულტაცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ მაქსიმალურად იყვნენ ჩართული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე. #სოფელიირჩევს #სოფელმაუკეთიცის #სოფლისმხარდაჭერა #სამეგრელო2019 #სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31