სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
20242526
2728293031 

2019-01-11 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" განახლდა

ორწლიანი პაუზის შემდეგ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ განახლდა. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება 5 000–დან 10 000–ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები. განსახორციელებელ პროექტებს მოსახლეობა, საერთო კრებებზე/კონსულტაციებზე, თავად შეარჩევს. სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებებში პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების დაწყების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნანა ზარანდია უძღვებოდა. პრეზენტაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა დასახლებებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება:  200 კაცამდე - 5 000 ლარი  400 კაცამდე - 6 000 ლარი  1 000 კაცამდე - 8 000 ლარი  1 000 კაცზე მეტი - 10 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია, მათ შორისაა - სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, გზების და ხიდების რეაბილიზაცია; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიების, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა. სოფლებში პროექტების შესარჩევად სოფლის კრებების ჩატარებას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. სოფლის კრებები/კონსულტაციები თებერვლის ბოლომდე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც მიზნად ისახავდა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებაში, საქართველოში 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს შეწყდა. სახელმწიფო პროგრამის მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან განახლებული სახით აღდგა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31