სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
20242526
2728293031 

2019-01-07 - საშობაო ალილო და შობის მახარობლები ქალაქის ქუჩებში

ქრისტეშობის სადღესასწაულო მსახურება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ეკლესიებსა და მონასტრებში; შობის ღამეს, ყველა სარკმელთან დანთებული სანთელი - მაცხოვრის დაბადების სიმბოლო; საშობაო ალილო - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევაა და მისი მეოხებით აღდგენილი ტრადიცია. დღეს შობის მახარობლებმა მოსახლეობას ქრისტეშობა ქალაქის ქუჩებში გალობით ახარეს. საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეები დეკანოზმა ავგუსტინე დუნდუამ დალოცა. უამინდობის მიუხედავად, მსვლელობა, საწინამძღვრო ჯვრებით, შობის ხატის და დროშების თანხლებით, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და სენაკის ცენტრალური ქუჩების გავლით, სახვითი ხელოვნების გალერეასთან დასრულდა. ,,ალილოს’’ მრევლთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის და მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. საშობაო ალილოზე შეგროვებული ნობათი მზრუნველობამოკლებულ მოხუცებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემათ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31