სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
20242526
2728293031 

2019-01-01 - საახალწლო გალა კონცერტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა კონცერტი გაიმართა, რომელსაც მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი უძღვებოდა.

შოუ კონცერტი ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა გახსნეს. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ფოლკლორული ჯგუფები ,,კოლხური ტრიო“, ,,ეგრისი“, ეთნო ჯგუფი ლალი გოგიას ხელმძღვანელობით, მომღერალი სალომე ბერიშვილი, მეგი ცისკაძე, საბავშვო და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეოთხე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული, ნომინაცია ,,საუკეთესო სოლისტის“ მფლობელი რატი სიმონია და ,,ნიჭიერის“ ფინალისტი, საქართველოს ,,არტ-აკადემიის“ სტიპენდიანტი გიორგი ცისკაძე.

მოსახლეობას ახალი წელი ცნობილი ქართული და უცხოური ჰიტებით მიულოცეს  შოუ ბიზნესის ცნობილმა სახეებმა - ჯგუფმა ,,ეგარი“,  გიორგი პავლიაშვილმა (მასტერი), მარიამ ხუცურაულმა და ბესიკ ნემსაძემ.

საახალწლო საღამოს, რომელიც ულამაზესი ფოიერკერკით დასრულდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

2018 წელი ახალი წლისადმი მიძღვნილი ორიგინალური კონცერტით დასრულდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე თავმოყრილი სენაკელები ახალ 2019 წელს ამაღლებული განწყობილებით და ბედნიერი მომავლის რწმენით შეეგებნენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31