სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161819202122
23242526272829
3031 

2018-12-05 - ,,ოკუპაციით წართმეული უფლება''

დღეს, სასტუმრო ,,ოსკარში“, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“ ორგანიზებით პროექტის ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“ ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ,,ოკუპაციით წართმეული უფლება“. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, გუბერნატორის თანაშემწე ლაშა გვასალია, აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მედეა აბლოთია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need-ს პროექტის მენეჯერი ნატო ანთია, კონფლიქტოლოგი მარინა ზუხბაია, რეჟისორი ანუნა ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მასმედიის წარმომადგენლები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. სამუშაო შეხვედრა გახსნა, პროექტისა და გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ მალანიამ. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა რეჟისორ ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმი ,,მე გადავცურე ენგური“, რომლის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემებზე - კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები, აღნიშნულ საკითხებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა. დისკუსიის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელობანი მოსაზრებები. პროექტი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, TRANSITION პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის პარტნიორობით ხორციელდება. მისი მიზანია 1.მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ პრაქტიკაში გამოიყენონ დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგია; 2. ახალგაზრდები გახდებიან მთავარი მოქმედი პირები თავიანთ თემებში ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის. პროექტის ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“ პარტნიორებია: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31