სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161819202122
23242526272829
3031 

2018-12-02 - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ლიკვიდაციის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, მრავალბინიანი კორპუსების დაზიანებული სახურავების აღდგენისა და რკინიგზის ყოფილი სკოლა-ინტერნატის დევნილთა დასახლების გადახურვის პირველადი სამუშაოები. სტიქიით დაზარალებულებთან იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. ისინი ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. აღდგენითი სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის შეფასება. ტარდება ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოსახლეობის უსაფრთხოება და მოხდეს მყისიერი რეაგირება დაზარალებულთა დასახმარებლად.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31