სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161819202122
23242526272829
3031 

2018-12-01 - გიორგი გახარია სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას პირადად გაეცნო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ის ლოკაციები მოინახულა, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა. მინისტრი პირადად გაეცნო სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს. საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ურიდიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. სტიქიამ ურიდიას ქუჩაზე მდებარე რკინიგზის ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები საგრძნობლად დააზარალა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი გადახსნა. ამ დროისთვის აღნიშნულ ლოკაციაზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31