სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161819202122
23242526272829
3031 

2018-12-01 - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ძლიერმა ქარმა, რომელიც ორი დღეა გრძელდება, სენაკის მუნიციპალიტეტში გარკვეული სახის პრობლემები შექმნა. სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები, 50-მდე საცხოვრებელი სახლისა და 5-მდე მრავალბინიანი კორპუსის სახურავი დააზიანა. ურიდიას ქუჩაზე მდებარე რკინიგზის ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები საგრძნობლად დაზარალდნენ. დასახლებაში სახურავის ნაწილი გადახსნილია და ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქარმა ქალაქში, რამდენიმე ადგილას, მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა, რამაც სავალი ნაწილი ჩახერგა. წაქცეული ხეებისგან გზები მალევე გაიწმინდა და გადაადგილებაც შესაძლებელი გახდა. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება სრულადაა აღდგენილი. მერიის სამსახურების თანამშრომლები სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია გვიან ღამით სენაკში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას. სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მერიაში შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერი რეაგირება ხდება. ქარის მიერ მიყენებულ ზიანს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია სწავლობს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31