სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
1315
182224
2627282930 

2018-11-25 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართული რაგბის ლეგენდის, საქართველოში ლელობურთის ამღორძინებლის, სენაკის საპატიო მოქალაქის, გამორჩეული და ღირსეული სენაკელის დავით კილასონიას გარდაცვალების გამო.

მთელი თავისი ცხოვრება ბატონმა დავითმა ქართული სპორტის და განსაკუთრებით რაგბის განვითარებას მიუძღვნა, რომლის მსოფლიო დონის წარმატებებითაც ასე ამაყობს დღეს თითოეული ჩვენგანი. ის იყო სპორტის თვალსაჩინო მოღვაწე, ჩვენი საამაყო უფროსი მეგობარი და მრჩეველი.

ამ დიდ დანაკლისს გულისტკივილით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, სენაკს და სრულიად საქართველოს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31