სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
1315
182224
2627282930 

2018-11-23 - უფასო სამედიცინო გამოკვლევები

24 ნოემბერს, დილის 10 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შპს ,,არქიმედეს კლინიკაში“ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება. სამედიცინო აქციაში თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას, რომლის შემადგენლობაში შედიან: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ონკოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ქირურგი, ანგიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და უროლოგი.
ორთოპედ-ტრამვატოლოგი გიგა გრიგალაშვილი პაციენტებს 13 საათიდან მიიღებს.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31