სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
1315
182224
2627282930 

2018-11-23 - მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას დღესასწაულობს

23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა ჩატარდა. სადღესასწაულო მსახურებას მრევლთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი დასწრნენ. გიორგობა წელიწადში ორჯერ -23 ნოემბერს და 6 მაისს აღინიშნება. საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმინდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ უწოდებენ, ტაძრების უმეტესი ნაწილი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი.“ - წერს ვახუშტი ბატონიშვილი. წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმიდა გიორგის, ამიტომაც წმიდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისა და მფარველო ჩვენი ეკლესიისაო“. დიდმოწამე გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, საქართველოს ძლევამოსილი გამარჯვებისა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31