სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
13151617
18192021222324
252627282930 

2018-11-08 - წლების შემდეგ თეკლათის სოფელ საგვარამიოში პირველი გაზქურა აინთო

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საგვარამიოში გაზიფიკაციის სამუშაოები დასრულდა და წლების შემდეგ პირველი გაზქურა აინთო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად საგვარამიოს უბნის მოსახლეობას შეხვდნენ. აღინიშნა, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მასშტაბით და მათ შორის, სენაკის მუნიციპალიტეტში უპრეცენდენტო ტემპით მიმდინარეობს გაზიფიცირების ქსელის როგორც სამშენებლო, ასევე გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების სამუშაოები. გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია სენაკის მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციულ ერთეულში, გაზმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო სამხედრო დასახლებაში და უახლოეს მომავალში მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს. დღეიდან, წლების შემდეგ, პირველად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საგვარამიოში ბუნებრივი აირით 260 ოჯახი ისარგებლებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31