სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
13151617
18192021222324
252627282930 

2018-11-05 - ,,ცოცხალი წიგნები 2018\" სენაკში

საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს ,,ცოცხალი წიგნები“ დღეს სენაკის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს. ამ წუთებში ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მიმდინარეობს შეხვედრა თანამედროვე ქართველ პოეტებთან. მსმენელებს საკუთარ შემოქმედებას აცნობენ ირმა ბერიძე, ინა არჩუაშვილი, გივი ჩიღვინაძე, ირაკლი შამათავა, ლევან ლორია. „ცოცხალი წიგნები“ ,,პოეზიის მეგობართა კლუბის“ პროექტია, რომელიც მეოთხე წელია ხორციელდება. პროექტი გულისხმობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მკითხველებთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამედროვე ქართულ მწერლობაზე. ,,ცოცხალი წიგნები 2018-ის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის ორგანიზება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა უზრუნველყო.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31