სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
13151617
18192021222324
252627282930 

2018-11-04 - სენაკის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა

სენაკის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა:

ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეძაძამე-ფოცხოს საავტომობილო გზაზე, ასფალტო-ბეტონის დაგების პროცესი დასრულდა.

 ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ისულას მიმართულებით დასასრულს უახლოვდება ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესი.

ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულში მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს ასფალტის დაგების პროცესი.

ბეტონის საფარის დაგება დაწყებულია ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში.

ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

წლების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით ისარგებლებენ.
ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზების მოწყობის საერთო ღირებულება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს ,,არქეოპოლისი’’ აწარმოებს, 1 646 025 ლარს შეადგენს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31