სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
13151617
18192021222324
252627282930 

2018-11-02 - პროექტი ,,საბავშვო არქეოლოგია’’

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საგანმანათლებლო პროექტის ,,საბავშვო არქეოლოგია’’ ფარგლებში, 25 ოქტომბრიდან,  პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის  არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, მიმდინარეობს პრაქტიკული სწავლება-საუბრები არქეოლოგიაში. პროექტმა, რომელიც 2015 წლიდან  ხორციელდება, ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლა მოიცვა. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს უტარდებათ ზოგადი საუბრები არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ. ისინი ეცნობიან სხვადასხვა ტიპის სამარხებს, დაკრძალვის უძველეს წესს, არქეოლოგიური იარაღებით აღჭურვილები, ხელმძღვანელის მეთაურობითა და დახმარებით, იმიტირებულ გათხრებში ღებულობენ მონაწილეობას. მსჯელობენ მოპოვებულ ნივთებზე და ახდენენ ექსპონატების ფიქსაციას ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში. ამჟამად,  მუზეუმ-ნაკრძალის სპეციალისტები წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს მასპინძლობდნენ, რომლებიც დიდი გულისყურით იყვნენ ჩართული საგანმანათლებლო პროცესში, რომლის უმთავრესი მიზანია აზიაროს მოზარდი  ჩვენი ქვეყნის უძველეს კულტურას, მისი შესწავლისა და დაცვის აუცილებლობას. მიმდინარე წელს პროექტში, რომელიც 25 ნოემბრამდე გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებს მუნიციპალიტეტის 7 საჯარო და 5 კერძო სკოლის 302  მოსწავლე. ყველა მონაწილეს საველე წიგნაკი და ნორჩი არქეოლოგის სერტიფიკატი გადაეცემა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31