სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
78912
141619
212223242527
282930 

2018-10-31 - სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადის გამარჯვებული მესამე სკოლის გუნდია

30 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. სპორტულ-შემეცნებითი თამაშები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ჟიურის გადაწყვეტილებით, სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული ქალაქ სენაკის N3 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომლებმაც საკონკურსო ნამუშევარი შექმნეს თემაზე „პარალიმპიური თამაშების ისტორია და პირველი ქართველი პარალიმპიელები“. გამარჯვებული გუნდის წევრები, ასევე პედაგოგები, დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ლევან კიკალიშვილმა. ღონისძიების დასასრულს სენაკელმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერეს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31