სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
78912
141619
212223242527
282930 

2018-10-26 - ტურნირი მინიფეხბურთში

5-25 ოქტომბერს, სენაკის სპორტის სასახლეში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თასზე ორგანიზაციებს შორის მიმდინარეობდა ტურნირი მინიფეხბურთში. შეჯიბრი, რომელშიც ათი გუნდი ჩაება, კენჭისყრის ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა. შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ, 25 ოქტომბერს, ფინალში, ერთმანეთს „კრედოსა“ და „ლაზიკას“ გუნდები დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა „ლაზიკას“ გამარჯვებით 2-0 დასრულდა და გუნდი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის გარდამავალი თასის 2018 წლის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებული და მეორეადგილოსანი გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით, რომელიც მათ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ გადასცა. შეჯიბრების ორგანიზატორებმა გამოავლინეს ტურნირის საუკეთესო მეკარე (ირაკლი ჯიჯელავა - „კრედო“), ფეხბურთელი (ილუშა შომახია - „ლაზიკა“) და ბომბარდირი (გიორგი ჯგერენაია - „თი. ბი. სი. მერია“), რომელთაც გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31