სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
78912
14161920
21222324252627
28293031 

2018-10-11 - შეხვედრა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერიის სხვა პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა მრჩეველთა საბჭოს გააცნო მიმდინარე წელს განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები. ამასთან, მრჩეველთა საბჭოს წევრები მუნიციპალიტეტის მნიშველოვან სიახლეებს გაეცნენ. სხდომა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა 20 ოქტომბერს სახალხო დღესასწაულ ,,ეგრისობაზე“ დაგეგმილი ღონისძიებები. სხდომაზე იმსჯელეს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა საბჭოს წევრების წინადადებები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მრჩეველთა საბჭოს თავმჯომარედ არჩეულ იქნა ანზორ ცაგურია, მდივნად - ლია ხელაია. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა ბიუჯეტის პროექტისა და მისი განხორციელების დეტალურ განხილვას დაეთმობა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31