სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
78912
141619
212223242527
282930 

2018-10-05 - მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი საღამო

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული საღამო, რომელსაც განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. საღამოზე სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური ნაწარმოებები და სიმღერები, ასევე, ისაუბრეს ამაგდარ სენაკელ მოღვაწეებზე, რომლებმაც არაერთი თაობა აზიარეს ჭეშმარიტ ხელოვნებას. ულამაზესი საღამო დასტური იყო იმისა, რომ სენაკის მაღალპროფესიული პედაგოგიური კადრებით გამორჩეულ ხელოვნების კერებში, ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება და ვითარდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31