სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
78912
14161920
21222324252627
28293031 

2018-10-04 - ,,ეტალონის’’ დასკვნითი ტური სენაკში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის’’ დასკვნითი ტური გაიმართა, რომელშიც სენაკის სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსი მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ ავტორსა და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს მიჰყავდა. შემეცნებით ინტელექტუალურ შეჯიბრს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საგანმანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია, თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და ადგილობრივი საზოგადოება ესწრებოდნენ. მონაწილეებს წარმატებები უსურვეს გრიგოლ ბაღათურიამ, დარეჯან ზარანდიამ, სენაკის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებმა . კონკურსის მსვლელობა მუსიკალური და მხატვრული კითხვის ნომრებით იყო გაფორმებული. პირველი ადგილი და ,,სენაკის ეტალონი 2018’’-ის ტიტული მოიპოვა თეკლათის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ გიორგი ხურციამ, რომელიც, 2019 წლის ივნისში, თბილისში, ,,ეტალონის’’ ფინალურ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. მე-2 ადგილი წილად ხვდა წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეს თემურ შეროზიას. მესამე ადგილზე მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი იმდეიშვილი გავიდა. კონკურსს ორგანიზაციულ მხარდაჭერას უწევდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი საქართველოს მასშტაბით პირველად 2015–2016 სასწავლო წელს გაიმართა. ,,ეტალონი’’ გამოგონებული და დაპატენტებულია საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ინტელექტუალურ თამაშებს შორის ანალოგი არ აქვს. იგი აგებულია განწყობის თეორიაზე, ეყრდნობა კითხვების შედგენისა და დასმის მეცნიერულ მიდგომებს და ქულათა დაანგარიშების ინოვაციურ სისტემას. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით ხორციელდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31