სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
78912
141619
212223242527
282930 

2018-10-01 - შეხვედრა ხელოვნების ცნობილ მოღვაწეებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მსოფლიოში ცნობილ პიანისტს, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატს, ხელოვნების აკადემიის რექტორს, „სენაკი არტ-ფესტივალის“ დამაარსებელს, სენაკის საპატიო მოქალაქეს ვალერიან შიუკაშვილს, საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელს შიო აბრახამიას და ა(ა).ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ დირექტორს ვეფხვია ვეფხვაძეს შეხვდა. საპატიო სტუმრებმა - ვალერიან შიუკაშვილმა და შიო აბრახამიამ მადლიერება გამოთქვეს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელებულ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის პატრონაჟითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უკვე მეექვსედ ჩატარდა ,,სენაკი არტ-ფესტივალი“, რომელშიც მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 2800-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით, უკვე მეოთხედ გაიმართა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი. აღნიშნულმა პროექტებმა არაერთი უნიჭიერესი ნორჩი მუსიკოსი, შემოქმედებითი ჯგუფი და საგუნდო კოლექტივი გამოავლინეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ,,სენაკი არტ-ფესტივალი-2019“-ის, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეხუთე ეროვნული კონკურსის მასშტაბურად ჩატარებისა და ახალი მუსიკალური პროექტის განხორციელების შესახებ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31