სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2345678
9
161922
23242526272829
30 

2018-09-14 - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სენაკში

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სენაკს ესტუმრა. გუბერნატორმა სენაკის მუნიციპალიტეტის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა. ალექსადრე მოწერელია სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა. სენაკის იუსტიციის სახლი 587 კვ. მეტრი იქნება და ის 5965 კვ. მეტრის ტერიტორიაზე განთავსდება. შენობის პროექტი, რომელიც არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის, თავისი ინდივიდუალური სტილით ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა იქნება. იგი არქიტექტურულად და ფუნქციურად დაამშვენებს და გააფართოვებს ქალაქის არეალს. იუსტიციის სახლის კონცეფციის შესაბამისად, სენაკშიც სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სამსახურები ერთ სივრცეში მოექცევა. აქვე განთავსდება ქორწინების სახლი და სასწავლო ცენტრი. სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღება სენაკშიც იქნება შესაძლებელი. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება. შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის საავტომობილო გზის 78 კმ-ზე ზედაპირული წყლების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად დაზიანულ გზის მონაკვეთზე შექმნილ მდომარეობასა და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31