სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2345678
9
161922
2324
30 

2018-09-13 - 15 სექტემბერი - მსოფლიო დასუფთავების დღე / World Clean up day

15 სექტემბერს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კამპანია ,,მოდი, გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის“ / ,,Let’s Do It World” ტარდება.

15 სექტემბერს,10 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართება.

აქციაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები და მოსწავლეები, ასევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ.

მასშტაბურ აქციას შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი მოქალაქე ან ორგანიზაცია, რომელსაც მასში მონაწილეობის სურვილი ექნება.

ერთად დავასუფთავოთ ჩვენი ქალაქი! – Let’s Clean Up Our City Together

პროექტი ,,დავასუფთავოთ საქართველო“/ ,,Clean Up Georgia” სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის - ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისი“, ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ - მიერ ხორციელდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31