სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2345678
9
161922
23242526272829
30 

2018-09-12 - ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის’’

11 სექტემბერს პროექტის ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის’’ ფარგლებში ,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის’’ თავმჯდომარემ ნინო შატბერაშვილმა, სოციალურმა მუშაკებმა ცაბუნია ვართაგავამ და ნელი აკობიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ სოციალურ მუშაკებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე წარმომადგენლებმა მონაწილეებს სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, პროექტის ფარგლებში, ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს. შეხვედრის მონაწილეები ექსპერტების მიერ მომზადებულ მასალებს ,,საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმოხოლვა’’ და ,,საუკეთესო მუნიციპალური მომსახურებების მიწოდების პრაქტიკის მიმოხილვა’’ გაეცნენ. პროექტს ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის’’ საქართველოს 6 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, World Vision საქართველო, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ახორციელებენ.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31