სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2345678
9
161922
2324
30 

2018-09-11 - წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე სენაკში

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა იოანე წინასწარმეტყველის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, ლიტურგია აღავლინა დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა. წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის დღესასწაულები სენაკში, მისსავე სახელობის საკათედრო ტაძარში, განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა. წირვის შემდგომ, ზემო თეკლათის დედათა მონასტერში დაცულ და ამ დღეს საკათედრო ტაძარში გადმობრძანებულ დიდ სიწმინდეს - იოანე ნათლისმცემლის თითის ნაწილს სასოებით ემთხვევიან საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებიდან მოსული მომლოცველები. 
იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი და უფლის წინამორბედი იყო, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა. ამას თვით იესო ქრისტე აღნიშნავდა. წმინდა სახარების მიხედვით, უფლის წინამორბედი უზნეო საქციელის გამო ებრაელთა მეფე ჰეროდესაც ამხელდა. ჰეროდეს ბრძანებით, წმინდა იოანე ნათლისმცემელს თავი მოკვეთეს. 
იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ამ დღეს ქრისტიანები მარხულობენ, რათა ერთგვარი თანალმობა გამოხატონ უფლის წმინდა წინამორბედისა და ნათლისმცემლისადმი.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31