სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
569
12141516
192021222325
26272829 

2018-08-31 - საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მოსახლეობასთან

სენაკის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, სურსათის ეროვნული სააგენტოს რისკებზე რეაგირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, აზიური ფაროსანას შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევან თოლორდავა, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავდნენ შეხვედრებს. შეხვედრებზე განიხილეს ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში დღემდე განხორციელებული სამუშაოების შედეგები და ისაუბრეს წამლობის სამომავლო გეგმების შესახებ, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვითი სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ფერომონების განთავსებამ კარგი შედეგები მოიტანა, თხილის და სიმინდის მოსავალი ფაქტობრივად გადარჩენილია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ბრძოლა საკარმიდამო ნაკვეთების გადასარჩენად. შეხვედრებზე, რომელიც ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა, მოსახლეობას დაურიგდა ბუკლეტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით, რომელიც გასათვალისწინებელია აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული ზიანის შესამცირებლად. ასევე, აღინიშნა ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების პრიორიტეტულობა, მავნებელთან ეფექტური ბრძოლისთვის მოსახლეობის ჩართულობის დიდი მნიშვნელობა, რომლის პარალელურად სახელმწიფოს მხრიდან ეტაპობრივად ხორციელდება მასშტაბური ღონისძიებები.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31