სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
569
12141516
192021222325
26272829 

2018-08-31 - ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად’’

დღეს, ქალაქ სენაკში, შპს ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური’’-ს (სისხლის ბანკი) ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა სისხლის უანგარო დონორთა აქცია - ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად’’. დონორთა ნებაყოფლობით აქციაში მონაწილეობდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლები, რომლებმაც ნებაყოფლობით, უანგაროდ გასცეს სისხლი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. სისხლის გადასხმის პროცესს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დონორთა ჰუმანური აქციის ორგანიზატორებს. სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა უზრუნველყოფს მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, პაციენტებს ეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ხარისხის გაუმჯობესებაში, რთული სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31