სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
569
12141516
192021222325
26272829 

2018-08-24 - მიკრო და მცირე მეწარმეობის პროექტი ახალი პირობებით განახლდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, კომპანია ,,ჯი ემ სი ჯი ინოვას’’ სამეგრელოს ოფისის რეგიონალურმა მენეჯერმა ალექსანდრე თოლორაიამ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ განახლებული პირობების განხილვას მიეძღვნა, ადგილობრივი მეწარმეები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 2018 წელს სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია (ანპირველად მონაწილეობს), ასევე მეწარმე სუბიექტს, ამ მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმოების ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმეს კვლავ ჰქონდეს გრანტის მიღების შესაძლებლობა, მან უნდა წარადგინოს პროექტი, რომელიც შეეხება მისთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოებას. ცვლილებების შემდეგ, აღარ არის აუცილებელი სამეწარმეო ამხანაგობის შექმნა და ერთ ბენეფიციარს შეუძლია განაცხადი გააკეთოს პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის მთლიან მოცულობაზე. პროგრამის ბენეფიციარის/ბენეფიციართა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ, როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31