სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
569
12141516
192021222325
26272829 

2018-08-18 - დასუფთავების აქცია შხეფის ციხეზე

დღეს, გარემოსდაცვითი კამპანიის ,,გარემოს გულისთვის’’ ფარგლებში, გაიმართა შხეფის ციხის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია, რომელიც, მოეწყო CENN – ის პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლობის, ასევე, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს შხეფის ციხის ტერიტორიის მოვლა-დასუფთავებაზე, რაც გულისხმობს აღნიშნული ლოკაციის პერიოდულ დასუფთავებას, შესაძლებლობის შემთხვევაში ხეების დარგვას და სისუფთავის მონიტორინგს. აქციაში ჩართული იყვნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და სამეგრელო-ზემო სვანეთში პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ წარმომადგენლები, სენაკის პირველი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები. მათ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს ისტორიული ძეგლის მიმდებარე ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ, რამდენიმე დღის წინ, შხეფის ციხესთან განთავსდა საიფორმაციო ბანერი ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) -ს ფინანსური მხარდაჭერით. აქციის მთავარი გზავნილი - გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე და სუფთა გარემოს შენარჩუნება და ამ კუთხით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდაა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31