სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1256
8101114
1516
242528
 

2018-07-30 - სამსახურების უფროსებმა ექვსთვიანი მუშაობის შედეგი წარმოადგინეს

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომართა დარბაზში, მერიის სამსახურების უფროსებმა ექვსთვიანი მუშაობის ანგარიშები წარმოადგინეს. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები ესწრებოდნენ. სფეროების მიხედვით, განხილულ იქნა სამსახურების საქმიანობის ნახევარწლიანი ინტერვალი, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის მერმა გამოკვეთა კონკრეტული საკითხები და გასცა რეკომენდაციები მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების ეფექტურად განსახორციელებლად. - ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მიმდინარე პროექტების წარმატებული გაგრძელება, არამედ ახალი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების შემუშავება და განხორციელება, სასიკეთო ცვლილებების დანერგვა - აღნიშნა მერმა სხდომაზე.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31